ჩვენ შესახებ

წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით, სწორედ ასე დაიწყო „ჯეი ეფ ჯორჯია“-ს ისტორიაც. კომაპნია ”ჯეი ეფ ჯორჯია” დაარსდა 2015 წელს. პირველი ბრენდი რომლის წარმომადგენელიც იგი გახდა იყო Jungle Fever-ი, თმის მოვლის იტალიური საშუალებების პროფესიონალური ხაზის ბრენდი. მოგვიანებით კომპანია ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელიც გახდა როგორებიც არის:  Jungle Fever, Philip Martins, Eckoz, Felps, Luxury, Hair Company, Alfaparf Milano Professional, Ventuno Linea21, Barbaitaliana, Lara Shine, Viba, NGG, Jourin Sense, Agiva, Kiepe, Naben, Jaguar, Wahl, Moser, Ceriotti, Termix, BabylissPro, Alpeda, Kaforkur, Sora Kosmetik, Onetech, Diva, Gamapiu+, Energy, More For You.

კომპანია ფლობს ორ მიმართულებას: საცალო გაყიდვების ხაზს და სადისტრიბუციო მომსახურებას, ასევე მის მფლობელობაში შედის ბრენდის წარმომადგენლობითი სალონები და სასწავლო აკადემია.

საცალო მომსახურების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია: თბილისი მოლი-16 კმ აღმაშენებლის გამზირი; სითი მოლი- პ. ქავთარაძის #1,  JF Beauty Studio- ნუცუბიძის 14ბ, გლდანი. ვეკუას #1, ისთ ფოინთი ა. თვალჭრელიძის ქ #2 , ქ. ახალციხე. ზ. დიდიმამიშვილის #22,  ქ. ბათუმი. ზ. გორგილაძის ქ #88 ასევე ონლაინ არხებზე და პარტნიორ სალონებში.

სადისტრიბუციო მიმართულებით კომპანია ემსახურება 6000-მდე ობიექტს საქართველოს მასშტაბით შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, ქუთაისი, სამეგრელო, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, გურია.

კომპანია ატარებს ყოველკვირეულ სემინარებს იმ პროდუქტების გამოყენებით რომელიც კომპანიის ქუდის ქვეშ არის გაერთიანებული, რათა სტილისტებს მიაწოდოს როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.

ყოველწლიურად ჯეი ეფ ჯორჯია მასპინძლობს იტალიელ ამბასადორებს და აწყობს გრანდიოზულ სემინარს სადაც სტუმრები ეცნობიან შემდეგი წლის ტენდენციებს. კომპანია ასევე უზრუნვლეყოფს საქართველოში მოღვაწე სტილისტების დასწრებას იტალიის საერთაშორისო სემინარზე.

კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობს ქვეყნის ყველა მეგაპროექტთან, ასევე აღსანიშნავია ისიც რომ კომპანია MBFW-ის (Mercedes Benz Fashion Week) ოფიციალური წარმომადგენელია თმის მოვლის მიმართულებით. რა თქმა უნდა არც სოციალურ პასუხისმგებლობას გავურბივართ, კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი სტილისტები წლის განმავლობაში მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობენ და მათ განწყობასა და ვიზუალზე ზრუნავენ. ასევე კომპანია თავის მხრივ თმის მოვლის სასუალებებით ამარაგებს ზემოთხსენებულ დაწესებულებებს. საერთაშორისო ასპარეზზე 2017 წელს “ჯეი ეფ ჯორჯია”-მ NG Group-ის მიერ, იტალიაში, ქალაქ მილანში ჩატარებულ უდიდესი ღონისძიებზე, სადაც მსოფლიოს 130 დისტრიბუტორი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, საქართველო და “ჯეი ეფ ჯორჯია” დასახელდა ნომერ პირველ დისტრიბუტორ ქვეყანად.

პროდუქციის ქავერი

პროდუქცია

ჩვენ უკვე არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის წარმომადგენლები ვართ, შესაბამისად თმის მოვლის მიმართულებით ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი სრულყოფილი და მრავალფეროვანია. სხვადასხვა მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ხარისხიანი ნაერთები როგორიცაა: არგანი, ბურითი, ალოე ვერა, ვაშლი, ბაბასუ, ავოკადო და სხვ. გაძლევთ საშუალებას კონკრეტული თმის ტიპის მიხედვით შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო და სასურველი პროდუქცია. ბრენდი მუდმივად შეისწავლის პროდუქტის მაქსიმალურ ეფექტურობას ჯანმრთელობის თვალსაზრისით, შესაბამისად პროდუქტები 100%-ით უვნებელია.

საღებავი

მრავალფეროვანი ფერთა გამა, მდგრადი ფერი და მაღალი ხარისხი,
სწორეს ეს სამი კომპონენტი ქმნის ჩვენი საღებავების პალიტრას.
ტექნოლოგიები და შემადგენლობა:
მიკრო-ქრომირების შედეგად ხდება პიგმენტების ღრმად შეღწერვა ფერის მოლეკულებში,
გარდაქმნა და ინტენსიური ტონის ჩამოყალიბება.
საღებავები გამდიდრებულია ისეთი ანტიოქსიდანტებით, როგორებიცაა: A, E, D და K ვიტამინები,
სწორედ ეს კომპონენტები ანიჭებენ თმას ელასტიკურობას, მოცულობასა და ბზინვარებას.

არ შეიცავს ამიაკს
პალიტრა ჯამში მოიცავს 134 ფერს

პროფესიონალური გამოყენება

ჩვენ სილამაზის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს ვთავაზობთ ყველა საჭირო პროდუქტსა და ატრიბუტს,
რათა მათი სამუშაო პროცესი მასქიმალურად კომფორტული
სასიამოვნო და რაც მთავარია შედეგიანი იყოს.

პარტნიორი ბრენდები