პარაბენები – მავნე ქიმიური ნივთიერება.

Share on facebook
Share on whatsapp
Share on telegram
Share on email

მავნე ქიმიური ნივთიერება, რომელსაც კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის უმრავლესობა შეიცავს

სხვადასხვა კოსმეტიკურ თუ ფარმაცევტულ საშუალებებში შემავალი ქიმიური კომპონენტების უსაფრთხოებაზე კამათი, სათავეს ამ პროდუქციის გამოჩენიდან იღებს. ეკოლოგები და მედიცინის წარმომადგენლები ერთ აზრს ახმოვანებენ, ხოლო მწარმოებლები სხვას. მაგრამ არსებობს ინგრედიენტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მათ რიცხვშია პარაბენები. ის იცავს კოსმეტიკურ საშუალებას ბაქტერიებისა და სოკოებისაგან, რითაც ვარგისიანობის ვადა იზრდება და მნიშვნელოვნად მცირდება პროდუქციის ფასი.

კოსმეტიკურ და ფარმაცევტულ პროდუქციაში: კრემებში, მაზებში, კბილის პასტებში, შამპუნებში, დეკორატიულ კოსმეტიკაში, ბავშვის მოვლისა და კოსმეტიკურ საშუალებებში ფართოდ გამოიყენება ეს ხელოვნური კონსერვანტი. სამწუხაროდ, კოსმეტიკურ საშუალების შეფუთვაზე წარწერა “საბავშვო” სულაც არ არის ბავშვისთვის უსაფრთხოს სინონიმი. პროდუქტის უსაფრთხოებასა და ნატურალურობაში დასარწმუნებლად გულდასმით უნდა წავიკითხოთ შეფუთვაზე, ორიგინალ ეტიკეტზე (და არა ქართულად ნათარგმნზე) დატანილი შემადგენლობა.

თუ ეტიკეტზე არის შემდეგი დასახელებები: მეთილპარაბენი (Methylparaben), პროპილპარაბენი (Propylparaben), ეთილპარაბენი (Ethylparaben), ბუტილპარაბენი (Butylparaben), – ყველა ეს პარაბენებია, რომელიც ადვილად იწოვება ბავშვის კანში და მოქმედებს როგორც ფსევდო-ესტროგენები.

განსაკუთრებულად გამოხატული, ესტროგენის მსგავსი მოქმედება ახასიათებს ბუტილპარაბენს და იზობუტილპარაბენს. პარაბენები გროვდება ორგანიზმში და არღვევს ჰორმონალურ წონასწორობას, რაც განაპირობებს ბავშვების ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების რისკის მომატებას. ორსულობის დროს პარაბენებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის რეპროდუქციული სისტემის დარღვევები.

ახლო პერიოდამდე, პარაბენები ითვლებოდა უსაფრთხო და უნივერსალურ კონსერვანტად. თუმცა, 2004 წელს ინგლისელმა ბიოლოგმა ფილიპ დარბრემ გამოაქვეყნა ძუძუს კიბოს კვლევის შედეგები: 20-დან 19 ნიმუშში პარაბენები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა. მეცნიერების აზრით, კოსმეტიკურ საშუალებებში, კერძოდ, თანამედროვე ანტიპერსპირანტებში არსებული მავნე ქიმიური ინგრედიენტები აღწევს კანში, გროვდება ქსოვილებში, რაც იწვევს სხვადასხვა მუტაციასა და პათოლოგიურ პროცესს. ამან მეცნიერებს იმის ვარაუდის საშუალება მისცა, რომ დაავადების ეს შემთხვევები პარაბენების შემცველი დეზოდორანტების გამოყენებით იყო პროვოცირებული. ამ თეორიას იზიარებენ კანადელი და ფრანგი მეცნიერები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ჰორმონალურ სისტემაზე პარაბენების მავნე ზეგავლენაზე. რადგანაც პარაბენები თავიანთი შემადგენლობით ქალის ესტროგენების მსგავსია, ის იწვევს სპერმატოგენეზის დაქვეითებას, ენდოკრინული სისტემისა და კანის დაავადებებს, ზრდის ქალებში საკვერცხის, ძუძუს და საშვილოსნოს, ხოლო მამაკაცებში სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პარაბენები ტოქსიურია და კუმულაციის ეფექტი გააჩნია. ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ა.შ.შ-ს მოსახლეობის 90% -ის სისხლში, შარდსა და რძეში აღმოჩნდა პარაბენები.
2010 წლის დეკემბრიდან, ევროკავშირის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციით, კოსმეტიკაში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს პარაბენების შემცველობა.

2011 წელს დანია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აკრძალა პარაბენების დამატება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ საშუალებებში. ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებლების აზრით, პარაბენების ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა მცენარეების გამონაწვლილით, რომლებიც ორგანულ კოსმეტიკას ვარგისიანობის ვადას გაუხანგრძლივებს.

Philip Martin’s -ის პროდუქცია არის paraben free – პარაბენებისგან თავისუფალი ანუ არ შეიცავს მათ. არის 100%-ით ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული, ორგანული პროდუქტი. რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყნება უსაფრთხოა როგორც ზრდასრულებისთვის ასევე ბავშვებისა და ორსულთათვის.

SLS free • paraben free • PEG free • propylene glycol free

Share on facebook
Share on whatsapp
Share on telegram
Share on email