როგორ დავიბანოთ თმა სწორად

Share on facebook
Share on whatsapp
Share on telegram
Share on email

თმა ისეთი სიხშირით უნდა დაიბანოთ, რომ თავის კანს გაჭუჭყიანების საშუალება არ მისცეთ.

• კანში ჩამჯდარი ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი აფერხებს თმის ზრდას.
• შამპუნი, რომელსაც აწერია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად დელიკატური, ჰიპოალერგიული და ნეიტრალურია; მისი გამოყენება მართლაც ყოველდღე შეგიძლიათ.
• თმის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია თმის ტიპი და წყლის ხარისხი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 3-4-დღიანი შუალედიც უარყოფითად იმოქმედებს თმის სტრუქტურაზე.

• გამოსაყენებელი შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. ნუ დაისხამთ შამპუნს პირდაპირ თმაზე, რაოდენობას ვერ გააკონტროლებთ. შამპუნი ჯერ ხელზე აიქაფეთ და მერე გადაინაწილეთ თმაზე.

• თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნის ერთი დასხმა საკმარისია; თუ კვირაში ორჯერ, თავი ორჯერ აიქაფეთ. თუმცა მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა უნდა შეამციროთ.

• თმის დაბანამდე და შამპუნის დასხმამდე ჯერ თმა უნდა დაივარცხნოთ. დაიბანეთ თავი თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით. დაბანის დროს გაიკეთეთ მასაჟი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.

 

• სწორად შეარჩიეთ წყლის ტემპერატურაც. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. იგი თმას უფრო გაგიცხიმიანებთ. ოპტიმალური ტემპერატურა 40-50 გრადუსია.
• დაბანის შემდეგ თავზე აუცილებლად გადაივლეთ გრილი ან ცივი წყალი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმას ბზინვარებას მატებს.

 

თუ თმა ძლიერ დაზიანებული გაქვთ, სამკურნალო ნიღბები ყოველ მეორე დღეს წაისვით. 8-10 სეანსში შედეგი გამოჩნდება. პროფილაქტიკის მიზნით კი თმაზე ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ წაისვით.

• ნიღაბი/კონდიციონერი შამპუნით უკვე დაბანილ თმაზე, მთელ სიგრძეზე უნდა წაისვათ და არამარტო ბოლოებზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ. (ფილიპ მარტინსის ნიღბებში გაერთიანებულია კონდიციონერი (ბალზამი) და ნიღაბი, თუ ნიღაბს თმაზე გაიჩერებთ 3 წუთამდე მიიღებთ კონდიციონერის (ბალზამი) ეფექტს, 5 წუთიდან ზევით იღებთ ნიღაბის ეფექტს.

• თმის ხარისხისა და ტიპის მიხედვით, დაბანილ თმაზე ან სპრეი უნდა შეისხუროთ, ან ზეთი წაისვათ. ინსტრუქციის თანახმად, ზეთი ნამიან თმაზე უნდა წაისვათ და მთელ სიგრძეზე გადაანაწილოთ, ასევე თმის ძირებში (თავის კანზე) გაიკეთოთ მასაჟი. რაც შეეხება სპრეის, ის აუცილებელია, რათა დაიცვას თმა მავნე ზემოქმედებისგან.

 

Philip Martin’s-ი კოლექცია მოიცავს ყველა საჭირო პროდუქტს
თქვენი თმის სწორად მოვლისთვის.

Share on facebook
Share on whatsapp
Share on telegram
Share on email