როგორ მოუაროთ ტალღოვან თმას? – რჩევები

ტალღოვანი თმა შესაძლოა ძალიან ადვილი ან პირიქით, რთული მოსავლელი იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეპყრობით მას. როდესაც თქვენი თმა არც სწორია და არც ხვეული, მას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, რადგან ახასიათებს თმის ძირების გაცხიმიანება და ბოლოების გამოშრობა.

 

როგორ დაიბანოთ

თუ ტალღოვან თმას იშვიათად დაიბანთ, თმის ცვენის პრობლემა გაგიჩნდებათ, თუ ხშირად, მისი გამოშრობა დაგემუქრებათ. ოქროს შუალედია 2-3 დღეში ერთხელ დაბანა და თმის პირსახოცით შემშრალება, რათა თავიდან აიცილოთ აბურდვა.

 

როგორ მოუაროთ

დაბანის დროს, არ დაგავიწყდეთ თმაზე ნიღბის დატანა. აბაზანაში შესვლამდე კი ერთი საათით ადრე, ჩაუტარეთ თმას ალოეს ან ოლივას ზეთით მასაჟი. შედეგად უფრო რბილ, ჯანსაღ და მბზინვარე ხვეულებს მიიღებთ.

თქვენს თმას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს მზისა და ქარის ზემოქმედება, რაც ყველაზე ხშირად ბოლოების გაყოფით გამოიხატება. ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ძილის წინ, თმის ბოლოებზე ჟოჟობას ზეთი წაისვით. რაც გააჯანსაღებს და დაატენიანებს თქვენს თმას.

 

ჟოჟობას ზეთი
ჟოჟობასგან დამზადებული თმის ნატურალური ზეთი, დაგეხმარებათ გაყოფილი ბოლოების მკურნალობასა და თმის გაჯანსაღებაში.

როგორ დაიყენოთ ხვეულები

კარგად გამოკვეთილი ტალღების მისაღებად, ძილის ძინ, თმაზე მსუბუქი ნაწნავები გაიკეთეთ. რაც მეტი იქნება ნაწნავების როდენობა, მით უფრო გამოკვეთილი გახდება თქვენი ხვეულები.

ტალღოვანი თმის მქონე ყველა ქალმა იცის ე.წ. „სქრანჩინგის“ საიდუმლო. თუ თმის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ამ მეთოდს არ იყენებთ, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია: როგორც კი აბაზანიდან გადმოაბიჯებთ, თმაზე დაიტანეთ მუსი ან ტექსტურის მიმცემი კრემი.

 

Moringa Curl – ხვეული თმის კრემით შეგიძლიათ მიიღოთ ბუნებრივი ვიზუალის კარგი ხვეულები, არ ამძიმებს და არ ახმობს. თმის ღერები არ ეკრობიან ერთმანეთს, იზოლირებული თმის ღერები კი ხანგრძლივად ინარჩუნებს ფორმას და დაცულია დაზიანებისგან.

Potion Cream – დამატენიანებელი კრემი დაგეხმარებათ ნაზი, მსუბუქი ხვეულების მიღებაში. იდეალურია ხვეული თმის ფიქსაციითვის, ქიმიური, ტოქსიკური ინგრედიენტების გამოყენების გარეშე. სელის ზეთი მოქმედებს როგორც მკვებავი და დამამშვიდებელი ინგრედიენტი, რომელიც აძლიერებს დატენიანებას, იცავს და არბილებს თმას.

Natural Mousse – საშუალო ფიქსაციის მუსი თმას ანიჭებს მოცულობას, სიკაშკაშეს და ფიქსაციას. შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის თმაზე, ანიჭებს რბილ ფიქსაციას, ელასტიურობას და მბზინვარებას. ცილოვანი ჰიდროლიზატები და ალოესა და სელის ზეთის ექსტრაქტები თმას ანიჭებს დამატებით დაცვას.

თმა წინ გადმოიყარეთ, ხელის მუჭებში მოაქციეთ და თმის ძირების მიმართულებით ამოძრავეთ ხელი. არ დაგავიწყდეთ, ამ პროცესის შემდეგ, თმა არ უნდა დაივარცხნოთ. გაშრობის შემდეგ, კულულები მეტად გამოკვეთილი იქნება.