Posted on

თმის სწორად მოვლა, მისი ტიპის მიხედვით

მოგეხსენებათ, რა ძნელი მოსავლელია ქალისთვის თმა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის დაუმორჩილებელი, ხვეული და დაზიანებულია. დღეს ნამდვილად არ ჭირს ყველა ტიპის თმის და თავის კანისთვის შამპუნის არჩევა. თუ თქვენ ძვირადღირებულ შამპუნებს ხმარობთ, შედეგი კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორიც მოცემული შამპუნის რეკლამაში იყო, არ იდარდოთ, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ნამდვილად თქვენი თმის ტიპისთვის განკუთვნილ შამპუნს ყიდულობთ. არსებობს მშრალი, ცხიმიანი, ნორმალური, შერეული თმის (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: თავის კანის) ტიპები. ნორმალური თმა ბრწყინავს, ელასტიკურია, ადვილად ლაგდება და ივარცხნება. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავის იერს.

• თუ თმა დაბანიდან მეორე დღესვე ჭუჭყიანს ემსგავსება და აქვს არაჯანსაღი, მქრქალი ბზინვარება, ის ცხიმიანი ტიპისაა.
• თუ თმას მქრქალი, უსიცოცხლო იერი აქვს, ადვილად იწეწება, წყდება და ცუდად ივარცხნება, ესე იგი ის მშრალი თმის ტიპისაა.
• ძირებთან ცხიმიანი, ხოლო ბოლოებთან – მშრალი ნიშნავს, რომ შერეული ტიპის თმა გაქვთ.

როგორ მოვუაროთ თმას მისი ტიპის მიხედვით:

  • ცხიმიანი თმის ტიპის შემთხვევაში დაგჭირდებათ გამწმენდი შამპუნი, რომელიც ერთდროულად იმუშავებს თმასა და სკალპზე. მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რამდენად ცხიმიანია თმა და ამის შემდგომ შევარჩიოთ პროდუქტი. ასე მაგალითად:
    •  თუ გაწუხებთ ცხიმიანობა თქვენთვის შესაფერისი პროდუქტია: Purifying Wash – გამწმენდი შამპუნი და Scalp Benefit – სამკურნალო ნიღაბი ცხიმიანი, ქერტლიანი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის.
    • ხოლო თუ თმა დაბანიდან მალევე ძლიერ დაბიძურებული ხდება ამ შემთხვევაში გამოგადგებათ Moringa Wash და Moringa Rinse – დამცავი შამპუნი და ნიღაბი სკალპისა და თმის ღრმა წმენდისთვის.
  • მშრალი თმის შემთხვევაში დაგჭირდებათ ისეთი პროდუქტი რომელიც აღადგენს თმას ძირებიდან ბოლოებამდე, მოახდენს დაყოფილი ბოლოების წარმოქმნის პრევენციას, გახდის თმას ადვილად დასამორჩილებელსა და დასავარცხნს. ერთი სიტყვით საჭიროა ძლიერ დამატენიანებელი შამპუნი. მაგალითად Maple Wash და Maple Rinse – ნეკერჩხლის დამატენიანებელი, აღმდგენი შამპუნი და ნიღაბი.
  • შერეული თმის ტიპის შემთხვეაში კი გჭირდებათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ცხიმიან ძირებსა და კანზე და გამომშრალ, დაზიანებულ ბოლოებზე ერთდროულად იმუშავებს. ამ შემთხვევაში, ფილიპ მარტინსი გირჩევთ და გთავაზობთ Scalp Benefit – ნიღაბს. მას ისეთ სამკურნალო თვისებებთან ერთად როგორიცაა: ცხიმიანობის პრობლემის მოგვარება, ქერტლის გაქრობა, ცვენის შეჩერება, გაღიზიანებული კანის დამშვიდება, სიწითლის მოხსნა, ასევე აქვს კიდევ ერთი დიდი თვისება დაყოფილი, დაზიანებული, გამომშრალი ბოლოების აღდგენაში.

აუცილებელია თმის მოვლაში კიდევ ვიცოდეთ ისეთი დეტალები, რომელსაც სამწუხაროდ დიდ ყურადღებას არ უთმობენ
იხილეთ სტატიები:
როგორ დავიბანოთ თმა სწორად
როგორ გავიშროთ თმა სწორად