ჩვენ შესახებ
LTD JF Georgia 2015 წელს დაარსდა. იგი არის სადისტრიბუციო კომპანია თმის მოვლის, სალონური ავეჯისა და აქსესუარების პროფესიონალური მიმართულებით.
კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო გაყიდვების არხების შექმნა, რაც წარმატებით განხორციელდა და მომხმარებლების ნდობა მოიპოვა. JF Georgia დღეის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ემსახურება 5000-ზე მეტ ობიექტს. არის 40-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
კომპანიის მფლობელობაშია ასევე JF Beauty Studio, სტუდია-სალონი, სადაც წარმოდგენილია JF Georgia-ს წამყვანი ბრენდები. სტუდიაში დასაქმებულია 40-მდე თანამშრომელი, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ უმაღლესი ხარისხის სერვისს და ინდივიდუალურ მიდგომას.
JF Georgia – ასევე ფლობს აკადემიას, სადაც ყოველკვირეულად ტარდება სემინარები იმ ბრენდების პროდუქციის გამოყენებით, რომლის დისტრიბუციასაც კომპანია ახორციელებს საქართველოში. სულ მალე აკადემიაში დაიწყება აკრედიტირებული სწავლების კურსები, რაც ხელს შეუწყობს პროფესიონალი სტილისტების აღზრდას და მათ განვითარებას.
მისია
ჩვენი მისია მარტივი და ნათელია: ვიყოთ კომპანია, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით, უმაღლესი ხარისხის მომსახურებით და სანდო რეპუტაციით. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქცია, რომელიც სრულად პასუხობს მათ მოთხოვნებს და ამავდროულად ვუზრუნველყოთ მომსახურების მაღალი სტანდარტები.
ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლების საჭიროებების მოსმენა, მათი სწორად გაგება და ეფექტური გამოყენება. ვცდილობთ, შევქმნათ პოზიტიური, მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო, სადაც თითოეული მომხმარებელი თავს განსაკუთრებულად და დაფასებულად იგრძნობს.
მომწოდებელი ქვეყნები
კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან. ჩვენი მომწოდებლები არიან: იტალია, აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, ჩინეთი, ბრაზილია, გერმანია, ესპანეთი და საფრანგეთი.
გეოგრაფიული დაფარვა და დისტრიბუციის ქსელი
კომპანია უზრუნველყოფს პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს თბილისს და შემდეგ რეგიონებს: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, თელავი (კახეთის რეგიონი), ქუთაისი (იმერეთის რეგიონი), ზუგდიდი (სამეგრელოს რეგიონი), ბათუმი (აჭარა-გურია რეგიონი) და ახალციხე (სამცხე-ჯავახეთი).
ამ მასშტაბური და ეფექტური ქსელის საშუალებით, “ჯეი ეფ ჯორჯია” უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.
კომპანიამ სულ ახლახანს დაასრულა სასაწყობე ფართის მშენებლობა ნატხატარში, მისი ფართობი 2500 კვ.მ-ია.
საცალო დაფარვის არეალები/შოუ რუმი
კომპანიას რამოდენიმე ლოკაციაზე საცალო გაყიდვებისთვის განკუთვნილი სივრცეები აქვს, რომლებიც ხელს უწყობს ბრენდის პოპულარიზაციას.
JF Georgia-ს მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს კომფორტულ და ხელმისაწვდომ ლოკაციებს, სადაც შესაძლებელია პროდუქციის სრული ასორტიმენტის დათვალიერება.