3 ჩვევა რომელიც თქვენს თმას ძალიან აზიანებს

თმის არასრწორად შეღებვა და გაღიავება ყველაზე დიდ ზიანს რომ აყენებს თმას, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომელებზეც არც კი გვიფიქრია და ამიტომაც, გამუდმებით ვიმეორებთ შეცდომებს.

 

1. ვარცხნილობის ხშირი ცვლა

„როდესაც ვხედავ კეფაზე გამოჩრილ მოკლე თმის ღერებს, მაშინვე ვხვდები, რომ კლიენტი დღის განმავლობაში ვარცხნილობის სტილს რამდენჯერმე იცვლის. მაგალითად, ბალერინის კოსას -ცხენის კუდზე“- ამბობს სტილისტი ჯეიმს კორბეტი.
გამოსავალი: ფრთხილად დაივარცხნეთ თმა, სანამ შეიცვლით ვარცხნილობას. წაისვით მთელს სიგრძეზე ალოეს და ოლივას ზეთი. ეს დაიცავს თმის ღერებს დაზიანებისგან. თუ თქვენ თმის რეზინით ისე იკრავთ თმას, რომ ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს სადაცაა გაწყდება, გაითვალისწინეთ, რომ თმებსაც ზუსტად იგივე შეიძლება დაემართოს.

 

2. ძილი სველი თმით

დიახ, მილიონობით ქალისთვის უფრო მოსახერხებელია თავის დაბანა ძილის წინ, როდესაც არავინ გაჩქარებთ, ვიდრე დილით ადრე, როცა ძალიან გეჩქარებათ. სველი თმით ძილი ძალიან აფუჭებს თმას, ის კარგავს მბზინვარებას და ადვილად ზიანდება ღერის სტრუქტურა. „თმის სველი ღერი ძალიან რბილია და ადვილად ტყდება მაშინ, როდესაც თქვენ ძილში მოძრაობთ“ – ამბობს სტილისტი ნატანიელ ჰოუკინსი.
გამოსავალი: თუ თქვენ არ შეგიძლიათ შეეშვათ ძილის წინ თავის დაბანის ჩვევას, ის მაინც მოახერხეთ, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოთ მას, ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური ნიღბები (PhD Night Cap Overnight Perfector, Living Proof, – საუკეთესო ვარიანტია) და ასევე, შეიძინეთ აბრეშუმის ან ატლასისგან დამზადებული ბალიში.

3. უარის თქმა კონდიციონერსა და ნიღაბზე

თუ თქვენ არ იყენებთ თმის ნიღაბს რეგულარულად, არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომაა ის მშრალი და ადვილად მსხვრევადი.
გამოსავალი: გამოიყენეთ კონდიციონერი ან/და ნიღაბი. თვეში 4-ჯერ მაინც აუცილებელია ნიღაბი ინტენსიური დატენიანებისთვის (გააჩნია თმის ტიპს). ეს საერთოდ არ ითხოვს დამატებით ბევრ დროს, როგორც უმრავლესობას ჰგონია: უბრალოდ, დაიბანეთ თავი და შემდეგ წაისვით ნიღაბი. დააყოვნეთ თმაზე 5 წუთი და ჩამოიბანეთ.